
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ თუ დეპუტატებს არ შეუშვებენ გორის ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას შეწყვეტს.
“ბოლო დღეების განმავლობაში არ ეძლევათ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი, მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი. დეპუტატებს სრული უფლება აქვთ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს.
მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება და ამას არ დაესმევა წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც მანამდე იღებდა ექიმის დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა”, – განაცხადა ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს მონახულების შემდეგ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს