
ავტორი
Front News საქართველო
“დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა სამწუხაროდ, ეს საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღევანდელი სასამართლო პროცესის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული მართლმსაჯულება უარს ამბობს იმ საკითხის განხილვაზე, თუ მასზე იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თანხმობა არ აქვთ.
“დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა სამწუხაროდ, ეს საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება, მისი ამ ფორმით წარმოდგენა, ეს არის ქართული ისტორიის სირცხვილი.
რაც შეხება სატელეფონი საუბრების საკითხს, ეს არის ამ სირცხვილის გაგრძელება. დღესაც არ მიეცა მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. ამ საკითხის სამართლებრივი ასპექტი მეასეხარისხოვანია, რადგან ხელისუფლების მიზანია მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია. დღეს კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია, რომ ქართული სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს ამბობს, თუ საკითხზე წინასწარ არ არის მწვანე ანთებული ბრეგაძის მხრიდან”, – განაცხადა ბასილაიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს