
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც „რუსთავი2“ კანონიერმა მეპატრონემ დაიბრუნა, ფაქტობრივად 2 კვირაში აგხსნეს ახალი არხი. რა მედია შეზღუდვაზე ვსაუბრობთ. პირდაპირი პარტიული ტელევიზიებია არსებობენ და იარსებონ, ვინ რას უშლით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა “იმედის კვირას“ განუცხადა.
“რეზოლუციაში კეზერაშვილი შევიდა როგორც მედია მაგნატი, ესეც ხომ საოცრებაა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მე ქვეყანაში კორუფციული გზით მილიარდს ვიშოვი, წავალ ტელევიზიას გავხსნი და ყველა ცოდვა ჩამოერეცხება და რაც დაშავებული მაქვს ყველაფერი მეპატიება? რას ნიშნავს რეზოლუციაში კეზერაშვილის შეყვანა? დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად არის უსამართლო ომი, დასავლეთში არსებული მთელი რიგი ძლიერი ჯგუფების ინტერესშია, რომს საქართველომ ერთგვარი შვება მისცეს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს თავისი კონფრონტაციით რუსეთთან. ამ ტაქტიკურ მიზანში, დღეის მონაცემებით, ჩვენ ერთმანეთს ვერ ვემთხვევით. ჩვენი მიზანია, რომ რამენაირად ეს ქვეყანა მშვიდობით გავატაროთ ამ დაძაბულ ვითარებაში და თავიდან ავიცილოთ როგორც ომი, ასევე იმგვარი ესკალაციაც, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუშლის ხელს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თაგები:
ბექა დავითულიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს