
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა-საქართველოს შორის, ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიფუჭებია, ურთიერთობა გააფუჭა უკრაინულმა მხარემ “ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღე ახალი დამნაშავის და მწამებლის შეფარებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანის თქმით, უკრაინა თავშესაფრად იქცა კრიმინალური რეჟიმის სისტემის, როგორც მმართველების, ისე მთავარი აღმსრულებლების.
“მეგის ქარდავას რომ ამდენი ხანი ინახავდნენ და მისი კალიბრის არაერთ სხვა დამნაშავეს, რომლებიც ადამიანების გაუპატიურებაში, მკვლელობაში, წამებაში და ათას უბედურებაში არიან მხილებული და დღესაც არაერთ ასეთს იფარებენ, სწორედ ამან გააფუჭა ურთიერთობები უკრაინა-საქართველოს შორის“, – აღნიშნა დავითულიანმა.
თაგები:
ბექა დავითულიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს