ბექა ლილუაშვილი – ეს არის მათი ნაბიჯების შედეგი და მომხდარზე მთლიანი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

ავტორი
Front News საქართველო
პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება“ საზოგადოებაში ქმნის დაპირისპირების კერებს, რაც ქვეყნის მომავალზე ძალიან ცუდად აისახება.
როგორც Front News-ს ლილუაშვილმა განუცხადა, მისი პარტია ყველანაირ ძალადობას ემიჯნება და აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
“სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” თავის ქმედებებით შექმნა დაპირისპირების საფუძვლები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ყველაფერი ხდება ხალხის ინტერესების მიღმა. სამწუხაროდ, ზოგიერთებს გააზრებული არ აქვთ, ვინ რას წარმოადგენს. ყველანაირი მსგავსი ქეისი ქვეყანას ძალიან აზიანებს. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას და აბსოლუტურად არ ვცდილობთ რაიმე ფორმით მის წახალისებას. ხელისუფლება შევახსენებ, რომ ეს არის მათი ნაბიჯების შედეგი და მომხდარზე მთლიანი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
აბუ-დაბიში, “ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
თაგები:
ბექა ლილუაშვილი




