Logo

ბექა ლილუაშვილი – საზოგადოებამ ხელისუფალი, რომელიც ცდილობს არალეგიტიმურად გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, უნდა ამყოფოს წნეხის ქვეშ

პოლიტიკა
722
Frontnews image description

საზოგადოებამ ხელისუფალი, რომელიც ცდილობს არალეგიტიმურად გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, უნდა ამყოფოს წნეხის ქვეშ. რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციით და პოლიტიკური კრიზისით, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები აქციაზე გამოვიდნენ და პოზიცია დააფიქსირონ.

“ბუნებრივია, უნდა გამოვიყენოთ საპროტესტო აქციების ბერკეტი და ინსტრუმენტი. საზოგადოებამ ხელისუფალი, რომელიც ცდილობს არალეგიტიმურად გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, უნდა ამყოფოს წნეხის ქვეშ. რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციით და პოლიტიკური კრიზისით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები აქციაზე გამოვიდნენ და პოზიცია დააფიქსირონ. ეს არ იქნება საკმარისი ერთჯერადად, მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ასეთი ტიპის ქმედებებში. ჩვენ, ბუნებრივია, ამ აქციაზე წარმოდგენილი ვიქნებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები