ბექა ოდიშარია – დილამდე ყურში ჩამესმოდა “ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე” და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა

ავტორი
Front News საქართველო
მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ მოსმენას და შემდეგ დილამდე ყურში ჩამესმოდა “ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე” და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
“ეს იყო პირდაპირი ტრანსლაცია. მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ მოსმენას და შემდეგ დილამდე ყურში ჩამესმოდა „ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც კვლავ ითხოვენ საქართველოს, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას.
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ თქვენი შრომით და ოფლით მოპოვებული ფული, რომელიც სხვადასხვა დონორების “გამჭვირვალედ” მიედინება საქართველოში მოღვაწე ენჯეოებში, სადაც იხვრება ისე როგორც ბეღელში ხრავენ ხორბალს ვირთხები”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
თაგები:
ბექა ოდიშარია




