
ავტორი
Front News საქართველო
შალვა ნათელაშვილს, 0 %-იან კლოუნს რომ დააწერინებ ბლანკზე მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ სანქციებს, უკვე განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე, – განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენასთან და ხელისუფლებისთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით.
“შალვა ნათელაშვილს, 0 პროცენტიან კლოუნს რომ დააწერინებ და დააჯღაბნინებ ბლანკზე რაღაც მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ ქართველი ხალხის და ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, ეს უკვე რაღაც განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე.
ვერ დაუწესებენ სანქციებს ქართველ ხალხს. ამოვძირკვავთ ისეთ სარეველებს, როგორებიცაა ჩხიკვაძე, საბანაძე, სოროსის დაფინანსებულ გოჭუნიებს, სულგაყიდულ არასამთავრობოებს“, – განუცხადა ბექა ოდიშარიამ ტელეკომპანია „ტვ პირველს“.
თაგები:
ბექა ოდიშარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს