Logo

ბერა ივანიშვილი - მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს

საზოგადოება
106
Frontnews
ბერა ივანიშვილი - მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს

ბერა ივანიშვილი ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება და მთელ საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

ის ასევე მადლობას უხდის მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის.

"მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს... ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის!" - წერს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები