Logo

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა "ფორმულასა" და "TV პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

სამართალი
148
Frontnews
ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა "ფორმულასა" და "TV პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა დავით ასათიანმა ტელეკომპანია "ფორმულასა" და "TV პირველის" წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პირს დანაშაულს აბრალებენ, მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

"სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანიები, შპს „TVპირველი“ და შპს „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი რეალობასთან არ გააჩნია და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმებით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის [ბერას] კრიმინალურ დაჯგუფებასთან ჰიპოთეტურ კავშირს და ა.შ.

სარჩელის დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას. ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია სინქრონულად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიის, საჯარო ფიგურების, პოლიტიკოსების მხრიდან და ამას არ აქვს გამართლება. მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები