ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი მიხეილ სალაძე გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი მიხეილ სალაძე გარდაიცვალა.
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართული სპორტის ლეგენდის, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის მიხეილ სალაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და სპორტულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
მიხეილ სალაძე 1959 წლის 5 თებერვალს ზესტაფონში დაიბადა.
1981 წელს გახდა მსოფლიოს თასის მფლობელი და ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავე. 1973, 1977, 1982 წლებში იყო მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი. ასევე, 1981 წელს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი გახდა.
მიხეილ სალაძე იყო ღირსების ორდენის ორგზის მფლობელი, ასევე ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი.
თაგები:
მიხეილ სალაძე




