
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის გადადებას აღარ აპირებს.
ბესენტს ჰკითხეს, გადადებს თუ არა ტრამპი სი ძინპინისთან 14-15 მაისს დაგეგმილ შეხვედრას, თუ აშშ იმ დროისთვის ირანთან კვლავ საომარ მდგომარეობაში იქნება.
"რამდენადაც მე ვიცი, მას არ აქვს განზრახული შეხვედრის გადადება“, - განაცხადა ბესენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანი იყო და რჩება „ტერორიზმის ყველაზე დიდ სახელმწიფო სპონსორად“ და ჩინეთი, თავის მხრივ, აფინანსებდა ამ ქვეყანას ენერგორესურსების შესყიდვებით, მიუხედავად აშშ-ს მოთხოვნისა, რომ ეს არ გაეკეთებინა. ამიტომ, ეს საკითხი შეხვედრაზე დაისმება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს