Logo

ბესიკ ამირანაშვილი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

პოლიტიკა
1184
Frontnews image description

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძესთან ერთად “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025”-ის ფარგლებში, სოფელ წყრუთის მოსახლეობას შეხვდა.

რეგიონისა და  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივებთან ერთად დასახლებაში არსებული საჭიროებები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტული პროექტი შეარჩიეს, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება.

დღესვე შეხვედრები გაიმართა სოფელ წირსა და მიქელწმინდაშიც.

სოფლის კრებებს და კონსულტაციებს ასევე დაესწრნენ  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, მერის მოადგილეები – ვაჟა გაჩეჩილაძე და რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტაბატაძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტისთვის,  “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში”, ცენტრალური ბიუჯეტიდან,  3 356 000 ლარია  გათვალისწინებული, რასაც მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი  თანხები, ჯამში  3 299 461 ლარი დაემატება.

ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები