Logo

ბესიკ ამირანაშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
1458
Frontnews image description

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ამასთანავე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებისათვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გოჩა ბერიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები