ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ


ავტორი
Front News საქართველო
კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს ბიჭიკო პაიკიძეს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ამავე კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირს - იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროკურატურის ცნობით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით B. P. Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელი, დანარჩენი დაკავებულების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.
ბიჭიკო პაიკიძეს თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ემუქრება, კომპანიის დირექტორსა და 4 თანამშრომელს - 6-დან 9 წლამდე.
თაგები:
ბიჭიკო პაიკიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს