Logo

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები – ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო

საზოგადოება
253
Frontnews
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები – ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.

ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო – მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული.

ბადრი ვადაჭკორიასთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. გულითადად ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ დიდი დანაკარგის გამო“, – აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმარში.

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები