Logo

ბიზნესცენტრში, სადაც "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარია

შემთხვევა
147
Frontnews
ბიზნესცენტრში, სადაც "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარია

ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარია.

"ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა. მაუწყებლობა ამ დროისთვის შეწყვეტილია.

"ფორმულას" ტელეწამყვანის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

მისივე თქმით, დაკვამლიანების გამო თანამშრომლების ნაწილი ამ დრომდე შენობაში რჩება.

"არ მინდა, პანიკა შეიქმნას. მეხანძრეები მუშაობენ, მთავარია, დაკვამლიანების კერა ჩააქრონ. მაღალსართულიანი შენობაა და კიბეებზე გადაადგილება გარკვეული პერიოდის შემდეგ შეუძლებელი გახდა, ამიტომ, ზედა სართულებზე - "ფორმულას" სართულზე მყოფი ადამიანებისთვისაა ეს მომატებული საფრთხე. მეტს ვერაფერს გეტყვით. მეხანძრე-მაშველები მობილიზებული არიან ადგილზე. სადღაც მეოთხე სართულზე შახტაზე იყო, ალბათ, კერა. მეხანძრეები შევიდნენ, 4-მდე მანქანაა უკვე მოსული", - განაცხადა  გიორგი თარგამაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბიზნესცენტრის მე-12 სართულზე გაჩნდა, "ფორმულას" ოფისი კი 17-ე სართულზეა. 

თაგები:

ხანძარი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები