ბლინკენი – ჩინეთი არ მიიჩნევს, რომ პუტინი პასუხისმგებელია უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე


ავტორი
Front News საქართველო
ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერის გაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში აჩვენებს, რომ ჩინეთი არ მიიჩნევს, რომ კრემლი პასუხისმგებელია უკრაინაში განხორციელებულ სისასტიკეზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისივე თქმით, კრემლის საქციელის დაგმობის ნაცვლად, ჩინეთს ურჩევნია რუსეთისთვის დიპლომატიური საფარის უზრუნველყოფა, რათა მან ამ საზარელი დანაშაულების ჩადენა გააგრძელოს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს