Logo

ბოლო ორ დღეში გახარიას პარტია 12-მა მაჟორიტარობისა და პროპორციულმა კანდიდატმა დატოვა

პოლიტიკა
05.09.2021 / 17:37
Frontnews image description

ბოლო ორი დღის განმავლობაში, გიორგი გახარიას პარტიას – „საქართველოსთვის“ 12 მაჟორიტარობისა და პროპორციული კანდიდატი მოაკლდა.

 

4 სექტემბერს პარტია დატოვეს:

 

ახალქალაქში, პროპორციული სიის მესამე ნომერმა, ლორანდ ეზოიანმა;

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის მეოთხე ნომერმა, ვრეჟ კაზარიანმა;

 

ასპინძის საკრებულოს სიის მეორე ნომერმა, ნუგზარ კაკველიძემ;

 

ადიგენში, სოფლების – ლელოვანის, გორგულისა და სამყურის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა თენგიზ საგინაძემ;

 

მარნეულში, სიის მესამე ნომერმა, გუნაი ეთირმიშლიმ.

 

5 სექტემბერს კი, გახარიას გუნდს მოაკლდნენ:

 

ახალქალაქის საკრებულოს პროპორციული სიის მეათე ნომერი, პავლე ხმალაძე;

 

ბორჯომის პროპორციული სიის მეორე ნომერმა, გახარიას გუნდის წევრი მარიამ გელაშვილი;

 

ადიგენის საკრებულოს პროპორციული სიის მეხუთე ნომერი, გიორგი ჩილაშვილი;

 

პარტია „საქართველოსთვის“ ყაზბეგის შტაბისა და სიის წევრი ლელა გუჯარაიძე;

 

ახმეტის პროპორციული სიის წევრი მარიამ ბერიკიშვილი;

 

ახმეტის პროპორციული სიის წევრი ცეზარ მოსახლიშვილი;

 

ახალციხის საკრებულოს პროპორციული სიის წევრი პაატა მანჩხაშვილი.

თაგები:

Advertisement