Logo

ბორის ჯონსონი – ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე

პოლიტიკა
02.02.2022 / 10:45
Frontnews image description

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასაც ემუქრება, ვინაიდან რუსეთის მიზანი მისი გავლენების გაზრდაა. 

 

“მიზეზი, რის გამოც დიდი ბრიტანეთისთვის უკრაინის საკითხი მნიშვნელოვანია, რის გამოც დასავლეთი ცდილობს გაერთიანებას, პირველ რიგში, არის უკრაინა. ამასთან, ეს ეხება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. 

 

ეჭვგარეშეა, რის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი პუტინი უკირანისთვის დამიზნებული იარაღით. 

 

როცა ახალგაზრდა ვიყავი, ბერლინის კედელი დაინგრა. ამ მოვლენამ გვაჩვენა, რომ ყველა ქვეყანა თავისუფალია, აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსი. პუტინს ამის აღმოფხვრა სურს ახალი იალტისა და გავლენის ზონების შექმნის მცდელობით. 

 

კრემლის ამბიციები გაგრძელდება. ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში პირველ  თებერვალს ჩავიდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები