"ბორჯღალოსნებმა" კანადა 38:17 დაამარცხეს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტ-მატჩების სერიის მეორე შეხვედრაში კანადის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლა და 38:17 დაამარცხა.
ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მატჩის დებიუტში აფციაურის მიერ დადებული ლელოთი გახსნეს, კანადელებმა სხვაობა ზუსტად შესრულებული ჯარიმით შეამცირეს, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი ლელოს დადება (თაფლაძე, აფციაური) შეძლეს და შეხვედრის პირველი ნახევარი 17:3 მოიგეს.
მეორე ტაიმმაც ქართველი მორაგბეების უპირატესობით ჩაიარა, რომლებმაც მეტოქის ჩათვლის მოედანში კიდევ სამი ლელო დადეს, აბჟანდაძემ სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
შეხვედრის ბოლო 10 წუთი საქართველოს ნაკრები მოედანზე 13 მორაგბით დარჩა და კანადელებმა ერთი ლელო დადება შეძლეს.
შემოდგომის ტესტების მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 ნოემბერს თბილისში გამართავს – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი მორაგბეები იაპონიას უმასპინძლებენ, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
თაგები:
რაგბი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


