ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძესთან ერთად, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრას თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფექციონისტი მარიამ მაღლაკელიძე უძღვებოდა, რომელმაც აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გაამახვილა ყურადღება.
აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია და მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - გენადი მუმლაძე, რევაზ ლაშხი და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ღონისძიება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა.
თაგები:
ბორჯომი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


