ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 18 თვე გაგრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრული რეკონსტრუქცია /რეაბილიტაცია განხორციელდება. დამატებით დეკორატიული ელემენტების გამოყენებით შენარჩუნდება შენობის იერსახე.
რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდება სასპორტო სკოლა და ბიბლიოთეკა.
მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო სივრცით, ასევე – სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები.
სპორტის სახეობების და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს