
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს ბორჯომში იმართება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველთა საბჭოს წევრები ხვდებიან.
შეხვედრის მიზანია ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ხედვები ახალგაზრდებს გააცნოს. განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
„დაინტერესება საკმაოდ დიდია. ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველების რაოდენობა იმატებს. ჩვენი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა.
თაგები:
"ქართული ოცნება"
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს