
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის შენობის შერჩევა მიმდინარეობს, რომელზეც განთავსდება მზის ენერგიის პანელები, გამომუშავებული ელექტრო ენერგიით ისარგებლებს გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღები.
“საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის (ENPARD III)” პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გრანტის სახით 99 000 ლარი მოიპოვა.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბავშო ბაღის შენობის შერჩევის პროცესი პანელების განსათავსებლად და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი მზის ენერგიის პანელების შესყიდვაზე”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა ნინო გიუაშვილმა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოხდება ელექტრო ენერგიის მიწოდება მზის ენერგიის ხარჯზე, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახსრების დაზოგვას და შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს