ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების ტრენინგი დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების აღმოჩენის წესები შეისწავლეს. სპეციალური ტრენინგი, კანადელ ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელობით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის ცენტრის სამხედრო-სამედიცინო სკოლაში ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, კანადელი სამხედროების ხელმძღვანელობით საქართველოს თავდაცვის ძალების თორმეტმა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო-სამედიცინო ინსტრუქტორის კურსი გაიარა. შემდეგ კი, მათ, კანადელ კოლეგებთან ერთად, საბრძოლო მაშველის კურსზე 72 სამხედრო მოსამსახურე მოამზადეს.
თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა შეისწავლეს ბრძოლის ველზე დაშავებულის დახმარების აღმოჩენის წესები: ტაქტიკური საველე დახმარება, სამედიცინო ევაკუაციის მოთხოვნა, მოტეხილობების მართვა, სისხლდენის კონტროლი და სხვა.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ავთანდილ აბაშიძემ და კანადის სამხედრო ატაშემ საქართველოში, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში, პოლკოვნიკმა ფილიპ სუვემ გადასცეს.
თაგები:
სამხედროები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა