ბრიჯიტ ბრინკი – აშშ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას სერიოზულად განიხილავს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად მისი ქმედებების გამო, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.
“რაც შეეხება რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ეს მოითხოვს ფრთხილ ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად. იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ: ჩვენ ვაიძულებთ რუსეთს აგოს პასუხი თავის ქმედებებზე”, – განაცხადა ბრინკმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად დააწესა უპრეცედენტო რაოდენობის სანქციები მოცულობისა და სიღრმის მიხედვით და მომავალშიც გააგრძელებს.
ელჩის თქმით, აშშ იყენებს ყველა არსებულ საშუალებას, მათ შორის ბევრს ისეთს, რომელიც გამოიყენებოდა ასეთი სპონსორი ქვეყნისთვის.
თაგები:
ბრიჯიტ ბრინკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს