ბრიტანეთის ელჩი საქართველოში – უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პოზიცია ძალიან ნათელია, საქართველო მტკიცეა აგრესიის წინააღმდეგ, საქართველო დგას იქ, სადაც გაერთიანებული სამეფო


ავტორი
Front News საქართველო
“უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პოზიცია ძალიან ნათელია, საერთაშორისო პერსპექტივიდან საქართველო ძალიან მტკიცეა აგრესიის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პასუხის მხარდაჭერაში იქნება ეს, გაეროს, უშიშრობის საბჭო თუ გენერალური ასამბლეა ეუთო, ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ა.შ. საქართველო დგას იქ, სადაც გაერთიანებული სამეფო, – ასე უპასუხა ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ ეთერში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა – საქართველოს არჩევანს და ხელისუფლების პოზიციონირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც ელჩმა განმარტა, საქართველოს პასუხი, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით არის იგივე, რაც მთელ მსოფლიოში.
“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე დავესწარი, რამდენიმე ასეთ აქციას, უკრაინის სოლიდარობის მიზნით, რომ უკეთ გამეგო, როგორია ხალხის რეაქცია. პირველი რაც მინდა ვთქვა, ქართველი ხალხის პასუხი შეჭრაზე, არის იგივე, რაც მთელს მსოფლიოში – ყოველდღიური აქციები, ყოველდღიური მხარდამჭერი და სოლიდარობის დემონსტრაციები და ეს არ არის მხოლოდ მიტინგები, რომელიც რუსთაველზე ტარდება, სადაც არ ვყოფილვარ ბოლო რამდენიმე კვირაა ყველგან მხვდება უკრაინის და საქართველოს დროშები, ჩვენი საელჩოს წინაც ფრიალებს უკრაინული დროშა სოლიდარობის ნიშნად“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.
თაგები:
მარკ კლეიტონი

“საქართველოს ჯარი არ დგას რუსეთში, რუსული ჯარი დგას საქართველოში”

მამუკა მდინარაძე – უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული

სუნაკი – გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დარჩება საქართველოს მხარდამჭერი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ