ბრიტანეთის მოქალაქე ბელა მეი კალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ორსული ბელა მეი კალი თავისუფალია.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
ბელა მეი კალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა, პარალელურად კი, ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მას თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მიესაჯა, თუმცა, დაკავებიდან მას ეს თარიღი მოხდილად ჩაეთვალა. მას დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით.
ბელა მეი კალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს მას შემდეგ, რაც მის ბარგში 12 კგ (26 ფუნტი) მარიხუანა და 2 კგ (4.4 ფუნტი) ჰაშიში აღმოაჩინეს. მას უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
თაგები:
ბრიტანეთის მოქალაქე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


