ბრიტანეთის საელჩო - "ქართულმა ოცნებამ" ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება


ავტორი
Front News საქართველო
"ქართულმა ოცნებამ" ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე განცხადებით, პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევროატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია.
"ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და "ქართული ოცნების" მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევროატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. "ქართულმა ოცნებამ" ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ბრიტანეთის საელჩო

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა