Logo

ბუჩის რაიონში რუსების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

უკრაინა
152
Frontnews
ბუჩის რაიონში რუსების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

27 სექტემბრის საღამოს, რუსებმა კიევის ოლქში, ბუჩის რაიონის სოფელ სოფიივსკა ბორშჩაჰივკაში მდებარე ცნობილ საბითუმო ბაზარ "სტოლიჩნის“ დაარტყეს, - ინფორმაციას ბორშჩაჰივკის სათემო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოლექსანდრ მედვედი ავრცელებს.

მისივე ცნობით, მტრის თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ ცნობილია. ათმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

"ადგილზე მაშველები და ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. თავდასხმის შემდგომი ხანძრის ჩაქრობა გრძელდება. იყავით ფრთხილად და უსაფრთხოდ. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო განგაშის სიგნალებს“, - განაცხადა მედვედმა.

კიევის საოლქო პროკურატურის განმარტებით, ბუჩის რაიონის სოფელ სოფიივსკა ბორშჩაჰივკაზე საჰაერო თავდასხმისას, მტრის უპილოტო საფრენი აპარატი უშუალოდ ბაზრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც ნგრევა და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

ამასთან, მტრის თავდასხმები განხორციელდა უკრაინის სხვა რეგიონებშიც. კერძოდ, სუმის ოლქზე განხორციელებული დღევანდელი იერიშის შედეგად, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები