Logo

ბულგარეთი ევროვიზიის გამარჯვებული პირველად გახდა

Frontnews image description

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ბულგარეთის წარმომადგენელი გახდა. მან 516 ქულა მიიღო.

შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა ბულგარეთი იქნება.

კონკურსის წესების მიხედვით, ფინალურ შოუზე გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის ხმებით გამოვლინდა.

ევროვიზია 2026-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: დანია, ისრაელი, ბელგია, ალბანეთი, საბერძნეთი, უკრაინა, ავსტრალია, სერბეთი, მალტა, ჩეხეთი, ბულგარეთი, ხორვატია, მოლდოვა, ფინეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, შვედეთი, კვიპროსი, ნორვეგია, რუმინეთი. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები – გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და მასპინძელი ავსტრია.

საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე წარადგენდა ჯგუფი „ბზიკები“ სიმღერით On Replay.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა საფრანგეთს ერგო.

რაც შეეხება მაყურებლის ქულებს საქართველოდან, ყველაზე მაღალი, 12 ქულა მიიღო უკრაინამ, ყველაზე დაბალი კი – ფინეთმა.

70-ე ევროვიზიას ავსტრიის დედაქალაქი ვენა მასპინძლობდა.

თაგები:

ბულგარეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები