ბულგარეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები და მაროკოს მეფე მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ავტორი
Front News საქართველო
ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილიანა იოტოვა, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი და მაროკოს მეფე მუჰამედ VI პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
"თქვენო აღმატებულებავ, ბულგარელი ხალხისა და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღე - 26 მაისი.
ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ კმაყოფილებას ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაუმჯობესებისკენ მიმართულ მისწრაფებას ემყარება.
გულწრფელად ვუსურვებ ქართველ ხალხს კეთილდღეობას, ხოლო პირადად თქვენ - ჯანმრთელობას და თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებულ საქმიანობას.
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
"ძვირფასო მიხეილ, მაქვს პატივი თქვენს აღმატებულებას და თქვენი ქვეყნის ხალხს გადავცე ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩვენი ერთ-ერთი საიმედო და დიდი ხნის პარტნიორია. ამასთან, ჩვენს ქვეყნებს ტრადიციული მეგობრული კავშირები და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა აერთიანებს.
ამ მხრივ, უდიდესი კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად ფართოვდება, ხოლო კონტაქტები სულ უფრო აქტიურდება ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად, ჩვენი მრავალმხრივი და გრძელვადიანი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით განვითარდება.
თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - აღნიშნულია შავკატ მირზიოევის მისალოც წერილში.
"თქვენო აღმატებულებავ,
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ და თქვენს ხალხს შემდგომ წინსვლა და კეთილდღეობა ვუსურვო.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, თუ რაოდენ ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესების შესაბამისად“,- აღნიშნულია მაროკოს მეფის მისალოც წერილში.
თაგები:
დამოუკიდებლობის დღე




