Logo

"ჭავჭავაძის 64ბ“-მ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა

ბიზნესი-ეკონომიკა
109
Frontnews
"ჭავჭავაძის 64ბ“-მ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა

"ჭავჭავაძის 64ბ“-მ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური ჩართულობით, საერთაშორისო ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ახალი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობა 12.5 მილიონ დოლარსა და 6 მილიონ ევროს შეადგენს.

ფასიანი ქაღალდების ვადა 2 წელს შეადგენს, ხოლო კუპონის გადახდა ნახევარწლიურად განხორციელდება. საპროცენტო განაკვეთი აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციებისთვის 7.5%-ით განისაზღვრა, ხოლო ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის 7.0% შეადგინა.

ტრანზაქცია ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„მოხარული ვართ, რომ „გალტ & თაგარტი“ „ჭავჭავაძის 64ბ“-ს ექსკლუზიური პარტნიორია და კომპანიასთან ერთად უკვე მეორე ერთობლივ გარიგებას ვახორციელებთ.  ვულოცავთ კომპანიას ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას, რომელზეც ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. აღნიშნული ემისია კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი ბაზრის მზარდ შესაძლებლობებს და ინვესტორების ინტერესს მაღალი დონის, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებული ემიტენტების მიმართ. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, დღემდე, ჩვენმა გუნდმა ჯამურად თითქმის 3 მილიარდი ლარის მოცულობის ემისიებში მიიღო მონაწილეობა. „გალტ & თაგარტი“ აგრძელებს ახალი შესაძლებლობების შექმნას საინვესტიციო-საბანკო მიმართულებით, რაც ამ ემისიის ფარგლებშიც ნათლად გამოვლინდა. “ - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

„ჭავჭავაძის 64ბ“-ის მეორე წარმატებული ემისია, „რედიქს ჯგუფისათვის“ მნიშვნელოვანი წარმატებაა. ფასიანი ქაღალდების გამოშვება ჩვენთვის დაფინანსების ეფექტიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა, რაც თავის მხრივ ინვესტორების მაღალ ინტერესს და კომპანიის მიმართ ნდობას ადასტურებს. მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს“ პროფესიული მხარდაჭერისათვის, ეკონომიკის განვითარების კორპორაციას - თანამშრომლობისათვის, ხოლო ინვესტორებს, კვლავ ნდობისათვის. - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა, კომპანიის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მფლობელმა.

ინფორმაციისთვის, „ჭავჭავაძის 64ბ“ უძრავი ქონების მენეჯმენტ კომპანია - „რედიქსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც სხვადასხვა სექტორში ახორციელებს ინვესტირებას.

"ჭავჭავაძის 64ბ“ ფლობს და მართავს პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრს. კომპანიის მოიჯარეები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, დიპლომატიური კორპუსები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.


(R)

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები