ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა


ავტორი
Front News საქართველო
ჩეხეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინაში შეჭრას, – შესაბამისი გადაწყვეტილება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
რუსეთის პატრიარქი კირილი პირველია, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ სანქციების ეროვნულ სიაში შეიტანა.
სანქციების სიაში ჩართვა ნიშნავს ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვას, ჩეხეთის იურიდიული პირების მეშვეობით რაიმე ფინანსური ტრანზაქციის განხორციელების შეუძლებლობას ან ქვეყანაში არსებული ნებისმიერი აქტივის გაყინვას.
ეროვნულ სანქციების სიაში ჩართვა შესაძლებელი გახდა “მაგნიტსკის აქტის” წყალობით, რომელიც იანვარში შევიდა ძალაში.
გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ კირილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირეა და თავისი ქმედებებით აქტიურად უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის აგრესიას. კერძოდ, ის იყენებს თავის პოზიციას ქადაგებებში და საჯარო გამოსვლებში რუსული აგრესიის რელიგიურად გასამართლებლად და ასახსნელად.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს