Logo

ჩეხეთში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა

მსოფლიო
32
Frontnews
ჩეხეთში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა

ჩეხეთში, ზნოიმოს რაიონში, ოლექსოვიცეს მახლობლად, ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ცამეტი ეკიპაჟი, სამაშველო ვერტმფრენი და სპეცტექნიკა იყო მობილიზებული.

მედიკოსების თქმით, შვიდ პაციენტს მძიმე და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება, 25 ადამიანს მსუბუქი დაზიანებები, 15 ადამიანს კი მხოლოდ პირველადი დახმარება დასჭირდა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები