“ჩემთვის უკრაინისთვის ავტოკეფალიის მილოცვა ადვილი იყო, მაგრამ არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება ავიღო პასუხისმგებლობა”


ავტორი
Front News საქართველო
თბილისი: ჩემთვის მილოცვა ადვილი იყო, მაგრამ არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება ავიღო პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ, ყველამ ვიცით რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ყველაზე კარგად იცის ეს საქართველოს საპატრიარქომ და მე არ ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
“მე მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, საკითხი, რომელიც ჩემთვის პირადად და მგონი ძალიან ბევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, კარგად გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს, ანუ ჩვენთან ეს იყო საწინდარი დამოუკიდებლობის.
ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის მილოცვა უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის, რადგან ეს არის ჩემთვის ბუნებრივი, მაგრამ დღეს გესაუბრებით, ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ვიცი და ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. მე მგონია, რომ ეკლესია და საპატრიარქო ჩემზე ნაკლებად არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ასევე თუ საპატრიარქო და ქართული ეკლესია ფრთხილობს, რაღაც შედეგების გამო, რომელსაც მე არ მინდა ხაზი გავუსვა, არ შეიძლება, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებლიანი. ჩემთვის მილოცვა ადვილი იყო, მაგრამ არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება ავიღო პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ, ყველამ ვიცით რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ყველაზე კარგად იცის ეს საქართველოს საპატრიარქომ და მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო სიტუაცია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


სალომე ზურაბიშვილი – არ ვიცი როგორც პრეზიდენტს, რამდენი დღე დამრჩა, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, რომ ნიკო კვარაცხელიას დედისთვის ჯილდოს გადაცემა ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა იყოს

სალომე ზურაბიშვილი – ეს 31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით და არ გვაქვს უფლება, არ მივუდგეთ სრული ერთსულოვნებით

ვიქტორ ორბანი – არ არის ადვილი იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში