Logo

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა 103 წლის ცნობილი მეცნიერი ელენე აბაშიძე მოინახულა

რეგიონები
424
Frontnews image description

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ 103 წლის ცნობილი მეცნიერი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე ელენე აბაშიძე მოინახულა.

მუნიციპალიტეტის მერმა ელენე აბაშიძის მიერ მეცნიერებაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელმაც არაერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. გივი მოდებაძემ მას მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. 

საუბრისას ელენე აბაშიძემ გივი მოდებაძეს მადლობა გადაუხადა ყურადღებისა და გულშემატკივრობისთვის.

ელენე აბაშიძე 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ელენე აბაშიძე არის 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმის შესწავლაში.

მისი გამორჩეული მოღვაწეობა არაერთხელ იქნა აღიარებული საერთაშორისო დონეზე.

Advertisement