ჭიათურის თეატრში ახალი სეზონი პრემიერით გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა 131-ე სეზონი პრემიერით დაიწყო.
სცენაზე თანამედროვე რუმინელი დრამატურგის ლუჩიან ბელიანის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "მოდარაჯე ძაღლები“ რეჟისორ ანდრო ენუქიძის წარმოდგენით განხორციელდა.
პრემიერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენა თეატრის ახალ, ექსპერიმენტულ სივრცეში გაიმართა, რომელიც დროებით სარგებლობაში მუნიციპალიტეტმა თეატრს გადასცა.
თაგები:
ჭიათურის თეატრი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს