Logo

ჩინეთის აღმოსავლეთით ახალი ვირუსით 35 ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიო
987
Frontnews image description

ჩინეთის აღმოსავლეთით, შანდუნისა და ჰენანის პროვინციებში 35 ადამიანი ახალი ვირუსით დაინფიცირდა.

 

BBC-ის ინფორმაციით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი ცხოვლებისგან დაინფიცირდნენ. ბევრ ინფიცირებულს ჰქონდა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ცხელება, დაღლილობა და ხველა.

 

მეცნიერების თქმით, ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის, არც ფატალური შემთხვევა დაფიქსირებულა და პანიკა საჭირო არ არის.

 

მეცნიერების ვარაუდით, LayV-ვირუსის უმთავრესი მატარებლები ბიგები არიან.

Advertisement