Logo

ჩინეთმა აშშ-ის კონგრესმენებს, მთავრობის წარმომადგენლებს და არასამთავრობოების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა

მსოფლიო
21.04.2025 / 17:47
Frontnews image description

ჩინეთმა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ წევრს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ჰონკონგის ხელმძღვანელი პირების მიმართ სანქციების დაწესებით, ჩინეთი აშშ-ის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

პეკინში ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს.

“ჩვენ გვინდა, ვუთხრათ ამერიკულ მხარეს, რომ ჰონკონგის საქმეები აშშ-ის მხრიდან ჩარევას არ ექვემდებარება. აშშ-ის მხრიდან ჰონკონგთან დაკავშირებულ საკითხზე ნებისმიერ არასწორ ქმედებას ჩინეთის მხარე მტკიცე და საპასუხო კონტრრეაქციით შეხვდება“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერიმა.

<p>ჩინეთმა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ წევრს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.</p>
<p>ჰონკონგის ხელმძღვანელი პირების მიმართ სანქციების დაწესებით, ჩინეთი აშშ-ის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.</p>
<p>პეკინში ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს.</p>
<p>“ჩვენ გვინდა, ვუთხრათ ამერიკულ მხარეს, რომ ჰონკონგის საქმეები აშშ-ის მხრიდან ჩარევას არ ექვემდებარება. აშშ-ის მხრიდან ჰონკონგთან დაკავშირებულ საკითხზე ნებისმიერ არასწორ ქმედებას ჩინეთის მხარე მტკიცე და საპასუხო კონტრრეაქციით შეხვდება“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერიმა.</p>

თაგები:

ჩინეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები