ჩინეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს


ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს ტან რენჯიანს ქრთამის საქმეზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2007-2024 წლებში ტან რენჯიანი სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნისას გავლენის გამოყენებით ეხმარებოდა კომპანიებსა და კერძო პირებს ბიზნესში, კონტრაქტების მიღებასა და თანამდებობებზე დანიშვნაში. ამისთვის რენჯიანმა პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით 268 მილიონ იუანზე მეტი ფულადი თანხა და ქონება მიიღო.
სასამართლომ გაითვალისწინა ბრალის აღიარების ფაქტი, გამოძიებასთან თანამშრომლობა და ქრთამის უმეტესი ნაწილის ნებაყოფლობითი დაბრუნება, რის გამოც სიკვდილით დასჯა ორი წლის გადაავადა.
თაგები:
ჩინეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა