ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ავტორი
Front News საქართველო
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ჰრისტიან მიცკოსკი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და განვითარდება საერთო ინტერესის ყველა სფეროში.
ვადასტურებთ ერთგულებას ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისადმი, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში და მზად ვართ არსებული პოტენციალის გამოყენებისთვის ჩვენს ხალხებს შორის კავშირების კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, – აღნიშნულია მილოცვაში.
თაგები:
დამოუკიდებლობის დღე




