Logo

"ჩვენ შორის პირადი არაფერია" - ზელენსკი ტრამპთან არსებულ უთანხმოებაზე

უკრაინა
101
Frontnews
"ჩვენ შორის პირადი არაფერია" - ზელენსკი ტრამპთან არსებულ უთანხმოებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის პირადი უთანხმოება არ არსებობს.

მისივე თქმით, აშშ-სთან ურთიერთობებში დაძაბულობა არ არის დაკავშირებული მის პირად ურთიერთობასთან ტრამპთან. საკითხი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ეხება, რაც რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს აძლიერებს.

"პუტინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება საკმაოდ ნათელია. მე მჯერა, რომ თუ სანქციებს მოვხსნით, მას უფრო ძლიერს გავხდით. ეს ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის პირადული რამ არ არის და რა თქმა უნდა, მე სანქციების მოხსნის წინააღმდეგი ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინას გარკვეული რაოდენობის საჰაერო თავდაცვის რაკეტები მიაწოდეს, თუმცა, ეს "თავის დასაცავად საკმარისი არ არის".

ზელენსკის თქმით, ამჟამად უკრაინა ყველაზე სასწრაფოდ ორ რამეს სთხოვს მოკავშირეებს: შეინარჩუნონ პუტინის წინააღმდეგ სანქციები და უზრუნველყონ უკრაინა საუკეთესო რაკეტებით.

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი მშვიდობას ესწრაფოდეს, ის სხვისი სიცოცხლით თამაშობს და არ სურს ომის დასრულება.

"ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ხელი შეუშალონ მის გაძლიერებას და ჩვენ გატეხას“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ფრონტის არსებული ხაზების შესაძლო გაყინვაზე მიანიშნა, თუმცა არა საკუთარი ტერიტორიების დათმობის ფასად.

"ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ მიწის, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის დასაცავად. არავინ აღიარებს ამ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად და მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ამას ხვდება. სამწუხაროა, თუ ვინმე ამას ვერ ხვდება, მაგრამ ეს მათი საქმეა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები