
ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ იერიშებს გმობენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს თავდასხმა ომის ჩიხში შესვლაზე მიუთითებს.
"საფრანგეთი გმობს ამ თავდასხმას და „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის აგრესიული ომის ჩიხში შესვლასა და მის დაუფიქრებელ ესკალაციაზე მიუთითებს. ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, გავაკეთოთ ყველაფერი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და გავაძლიეროთ ევროპის უსაფრთხოება, მხოლოდ ძლიერდება“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.
რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე მიტანილ მასშტაბურ იერიშს გმობს გერმანიის კანცლერიც და კიევს მხარდაჭერას უცხადებს.
„კიდევ ერთხელ გამოიყენეს „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემა. გერმანიის მთავრობა მკაცრად გმობს ამ დაუფიქრებელ ესკალაციას. გერმანია აგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას“, – წერს ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს