“ჩვენი ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს” – უკრაინის გენშტაბი კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის შესახებ ინფორმაციას უარყოფს


ავტორი
Front News საქართველო
ინფორმაცია კურსკის ოლქში უკრაინული შენაერთების თითქოსდა ალყაში მოქცევის შესახებ, რეალობას არ შეესაბამება. მსგავს მესიჯებს რუსული პროპაგანდა ავრცელებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.
“ცნობები მტრის მიერ კურსკის ოლქში უკრაინული შენაერთების თითქოს ალყაში მოქცევის შესახებ, არ შეესაბამება რეალობას და შექმნილია რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის და უკრაინასა და მის პარტნიორებზე ზეწოლის მიზნით“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და სამხედრო ოპერაციები ჯარების ჯგუფების “კურსკის” ოპერატიულ ზონაში გრძელდება.
გენერალურ შტაბში განმარტეს, რომ თავდაცვის ძალები გადაჯგუფდნენ და უკან დაიხიეს უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე. ისინი ასრულებენ მათთვის დაკისრებულ დავალებებს კურსკის რეგიონში.
“ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ მოწინააღმდეგის თავდასხმას და ყველა სახის იარაღიდან ეფექტურ დარტყმას აყენებენ მტერს. მიმდინარე დღის დასაწყისიდან კურსკის მიმართულებით 13 სამხედრო შეტაკება მოხდა. ჩვენი ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადეს გენერალურ შტაბში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს