Logo

დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ახალი რეკრეაციული სივრცე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყო

რეგიონები
209
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ახალი რეკრეაციული სივრცე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სკვერში განთავსდა მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა ატრაქციონები, სკამები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მოეწყო გარე განათების, წყლისა და წყალარინების სისტემები, სპორტული მოედანი და ფიტნესზონა. ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები – დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები