დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა პარაფრენბურთში იასპარეზეს


ავტორი
Front News საქართველო
წეროვანის მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
ამჯერად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა პარაფრენბურთში იასპარეზეს. ტურნირში პირველობისთვის 6 გუნდი იბრძოდა. გამარჯვებული გუნდის წევრები, მედლებითა და მადლობის სიგელებით სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი უჯმაჯურიძემ დააჯილდოვა.
დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა კვირეულის ფარგლებში 10 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ სპორტულ შეჯიბრებაში იასპარეზეს. მათ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოცადეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 30 ივნისს აღნიშნავს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს