
ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამია საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 19 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული “გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.
თაგები:
ცოფი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს