დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის თანამებრძოლებმა მიულოცეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში ესტუმრნენ და, დედის დღესთან დაკავშირებით, ყვავილების თაიგული გადასცეს.
დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და მათ სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული სამსახური უსურვეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
დედის დღე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს